ორბანის სამშვიდობო მისია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში იმყოფება. როგორც თავად ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ჩინეთი უკრაინისთვის მშვიდობის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობის ძალას წარმოადგენს, ამიტომ პეკინში ლიდერების შეხვედრაზე მთავარი თემა სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინასა და რუსეთში მოულოდნელი სტუმრობის შემდეგ ჩინეთში ვიზიტს სამშვიდობო მისიის მესამე ეტაპი უწოდა.
