ბათუმის იუსტიციის სახლი
ბათუმში, კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა. ის „ბათუმი ცენტრალის“ შენობაშია. ახალი ფილიალი, ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება. ეს კი მომხმარებელთა ნაკადების მართვა-გადანაწილებას გააუმჯობესებს და ლოდინის დროს შეამცირებს. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
