ოპოზიციის პროპაგანდა
ციფრებით მანიპულირება არასამთავრობო სექტორიდან, რომელსაც ოპოზიცია პროპაგანდისთვის იყენებს. „ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა“ აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში თვიური პენსია საქართველოში იმავე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე ომი და რევოლუცია გამოიარა, ეკონომიკური განვითარებისთვის მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. ისიც ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო წლიდან წლამდე პენსიის ზრდას, წინასწარ განსაზღვრული ფორმულით უზრუნველყოფს. ექსპერტების შეფასებით კი ქართული ეკონომიკის განვითარება სტაბილური გარემოს პირობებში, ქვეყანას მაღალშემოსავლიან სახელმწიფოდ 2030 წლისთვის აქცევს, რაც ხელფასებზე, პენსიებზე და შემოსავლებზე აისახება. რისთვის დასჭირდა არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას საქართველოს ეკონომიკური მიღწევების უგულებელყოფა და აქცენტის ევროკავშირში არსებული პენსიისა და ქართული პენსიის შედარებაზე გაკეთება, ეკონომიკური განათლების არმქონე ადამიანისთვისაც გასაგებია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
