კომპანია „ბოინგმა“ თაღლითური შეთქმულების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა და ჯარიმის სახით 243 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა
კომპანია „ბოინგმა“ თაღლითური შეთქმულების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა და ჯარიმის სახით 243 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საავიაციო კორპორაციამ, 2018 და 2019 წლის ავიაკატასტროფების შემდეგ მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობები დაარღვია.
