ვიქტორ ორბანის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იდეაზე უარი თქვა
ვიქტორ ორბანის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იდეაზე უარი თქვა. ბილდთან ინტერვიუში, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრისას, სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორივე მხარეს ერთნაირი პოზიცია ჰქონდა. ორბანის თქმით, კიევშიც და მოსკოვშიც ფიქრობენ, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში, ამ პერიოდს მეორე მხარე ძალების აღსადგენად და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს.
