რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იმატებს
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იმატებს. უახლესი ცნობით, უკრაინის დედაქალაქში ოკუპანტების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 37, მათ შორის არის ბავშვიც. შენობების ნანგრევებში დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ.
