„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინა 10 მისამართზე შენდება
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინა 10 მისამართზე შენდება. ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3000 ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო ბინები. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც რვასართულიანი სახლი აშენდება, ასევე, დაიწყო მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე, მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.
