ვირუსებმა სეზონურობის სტატუსი დაკარგა და გასულ წლებთან შედარებით, 2 თვით გახანგრძლივდა
ვირუსებმა სეზონურობის სტატუსი დაკარგა და გასულ წლებთან შედარებით, 2 თვით გახანგრძლივდა. ექიმების განცხადებით, გრიპის ვირუსი სხვა ტიპის, ორმა ვირუსმა ჩაანაცვლა. ასევე მცირედით ცირკულირებს კოვიდის ომიკრონის შტამი. გაზრდილია ყივანახველას შემთხვევებიც. ექიმები განმარტავენ, რომ ვირუსებს მსუბუქი მიმდინარეობს აქვს და კლინიკაში მკურნალობას არ საჭიროებს.
