ბათუმში კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა
ბათუმში კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა. ფილიალი „ბათუმი ცენტრალის“ შენობაშია. ფილიალში დასაქმებული 40-ზე მეტი ადგილობრივი მომხმარებელს 500-მდე სერვისს მიაწვდის. ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბათუმის მერმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ დაათვალიერეს. მათი თქმით, ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარებით განპირობებულ მზარდ მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს.
