საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გივი თარგამაძე გამოიკითხა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გივი თარგამაძე გამოიკითხა. პარლამენტის ნდობის ჯგუფის ყოფილი წევრის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იყო რეკომენდაციები, პრეზიდენტთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯები საიდუმლო ყოფილიყო.
