უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა დაიწყო
უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა დაიწყო. გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. მოეწყობა რკინა-ბეტონის დამცავი კედლები. გვირაბში ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. პროექტი, 2025 წლის იანვარში დასრულდება, ბიუჯეტი კი 12 მილიონი ლარია.
