ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა აუცილებელია
ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე, რომელიც მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრს“ ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა აუცილებელია. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ენჯეო სექტორი გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან და მათი დაფინანსება პარტიების დაფინანსებას ნიშნავს.
