ოპოზიციის მანიპულაცია
საზოგადოებას აცნობენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მონაცემებს, რომ ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. კეთდება შეფასებები და ამბობენ, რომ ევროკავშირში პენსია მაღალია, მაგრამ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა. ხელისუფლების განმარტებით, არარელევანტურია მაღალშემოსავლიან ქვეყანაში არსებული პენსიების შედარება საშუალო შემოსავლიან ქვეყანებთან. პროგნოზით, 2030 წელს საქართველოც მაღალშემოსავლიან ქვეყნების სიაში იქნება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პენსიებისა და ხელფასების შედარება.
