უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრთან ერთად შეხვდა
ომში მყოფი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. პრემიერმა ბავშვებს ვახშმზე უმასპინძლა. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები.
