ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრების მეოთხედ ფინალიდან გამოვარდნას, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა
ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრების მეოთხედ ფინალიდან გამოვარდნას, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა. ესპანეთთან ორით ერთით მარცხის შემდეგ 300 ათასზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა ონლაინ პეტიციას, სადაც მატჩის გადათამაშებას ითხოვენ. სკაი სპორტის ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მკაფიოდ კი საუბარია 106-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მუსიალას დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ მარკ კუკურელიას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, გერმანია კი კონტინენტის პირველობას მეოთხედ ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო ესპანეთის მეტოქე ნახევარ ფინალში საფრანგეთის ნაკრები იქნება.
