ქუთაისის სპორტის სასახლემ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატს „ოუფენ ქუთაისი 2024“-ს უმასპინძლა
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტის სასახლემ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატს „ოუფენ ქუთაისი 2024“-ს უმასპინძლა. ტურნირზე რომელშიც 4 ქვეყნის წარმომადგენელი 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა კარატისტებმა 100-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. აღნიშნული ტურნირი გარდა შეჯიბრებისა სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. ნაჩვენები შედეგებით ახალგაზრდული ნაკრებები დაკომპლექტდება, რომლებიც მომავალში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირს დამსახურებული კარატის და ფედერაციის დამფუძნებლის, ზურაბ ლეჟავას სახელი მიენიჭა.
