„ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიხსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. ფესტივალში 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ასევე თაფლის, ჩირის, ყველისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეებიც მონაწილეობენ. „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“-ის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
