ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა
ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა. ცნობას „პოლიტიკო“ ავრცელებს და იუწყება რომ ბელგიური „ფლამანდიური ინტერესი“ რიგით მეშვიდე პოლიტიკური პარტია გახდა, რომელიც ორბანის მემარჯვენე ჯგუფს, „პატრიოტები ევროპისთვის“ შეუერთდა. მანამდე ამავე ჯგუფს შეუერთდნენ ჰოლანდიელი და ესპანელი ულტრამემარჯვენეები. ევროპარლამენტის რეგლამენტით, პოლიტიკურ ჯგუფად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის უცილებელია, მასში, სულ მცირე, 7 ქვეყნის წარმომადგენელი 23 ევროდეპუტატი იყოს გაერთიანებული. ორბანის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ამჟამად აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებს უნგრეთიდან, ავსტრიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.
