არჩევნები საფრანგეთში
4 საათზე ნაკლები დრო რჩება საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნების დასრულებამდე. არჩევნების შედეგებით გაირკვევა შეიცვლება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი. ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.
