ქართველ მევიოლინე, ლიანა ისაკაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს
ქართველ მევიოლინე, ლიანა ისაკაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მუსიკოსი მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში. ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს მიუსამძიმრეს პრემიერმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა. ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
