ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება
ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. მეშვიდე საფესტივალო კვირას, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორის ეროვნული გუნდი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. ღონისძიება ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტით დასრულდა. სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“.