ანდრეას კიფერი რუსთავს ესტუმრა და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი რუსთავს ესტუმრა და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. მერმა სტუმარს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და ქალაქის განვითარების გეგმები გააცნო. მოგვიანებით, კიფერი, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მედიათეკაში რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა.
