საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ხმის მიცემის პროცესი დილის 8 საათზე დაიწყო. პირველი ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანება დიდი ალბათობით ხმათა უმეტესობას მოიპოვებს, თუმცა უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. სცენარის ამ მიმართულებით განვითარების აღსაკვეთად საფრანგეთის ცენტრისტულმა და მემარცხენე პარტიებმა ძალები გააერთიანეს.
