ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი ევროკავშირში რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტის ზრდაზე ანგარიშს აქვეყნებს
ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი ევროკავშირში რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტის ზრდაზე ანგარიშს აქვეყნებს. მათი ცნობით 2024 წლის მაისში, საფრანგეთის მთლიანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის 41 პროცენტს რუსული წიაღისეული შეადგენს, რაც 14-პროცენტიანი ზრდაა აპრილთან შედარებით. მაისში ბელგიის თხევადი გაზის მთლიანი იმპორტი გაიზარდა 11 პროცენტით, წინა თვესთან შედარებით, მათ შორის რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 15 პროცენტით და შეადგინა მათი მთლიანი იმპორტის 66 პროცენტი. მაისში რუსული ნავთობისა და მისი პროდუქტების მოცულობის 60 პროცენტი „ჩრდილოვანი“ ტანკერებით გადაიზიდა. 270 „ჩრდილოვანი“ ტანკერით, რომელთა საშუალო ასაკი 16 წელია, ანგარიშის მიხედვით, ხელი შეეწყო რუსული ნავთობით ვაჭრობას. რაც შეეხება რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვას და ექსპორტ-იმპორტს, ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთიდან იმპორტში ლატვიასთან ერთად ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი ლიდერობენ. მათივე ცნობით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. წერია ანგარიშში.
