კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში. დაიწყო ბე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. ქრონიკული ბე ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ბე ჰეპატიტით პაციენტების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართვის და შესაბამისად, დაავადების არასახარბიელო გამოსავლების თავიდან აცილების კუთხით.
