დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა ქვეყნის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას აპირებს
დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა ქვეყნის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას აპირებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხარჯები 2,5 პროცენტით გაიზრდება. ბრიტანეთის ახალი მთავრობის პირველ შეკრებასა და სამომავლო გეგმების შესახებ სტარმერმა პრემიერის რანგში პირველივე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
