საფრანგეთში მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს
საფრანგეთში მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი თანამდებობის პირზე ძალადობის მუხლით წაუყენეს. სააგენტო „ფრანს პრესის” ცნობით ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. სააგენტო ასევე წერს, რომ თავდასხმაში სულ 20-მდე პირი მონაწილეობდა. საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა.
