არჩევნები საფრანგეთში
საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს. მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
