ირანის ახალი პრეზიდენტი
ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, რომელმაც კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი საიდ ჯალილი 3 მილიონი ხმით დაამარცხა. 69 წლის მასუდ პეზეშკიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. მუჰამედ ხატამის პრეზიდენტობის პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა. ამომრჩეველს ის ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.
