ანაკლიის ბანაკი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერითა და ახალგაზრდული სააგენტოს ეგიდით, ანაკლიაში, ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, რომელიც 312 ახალგაზრდას 13 ნაკადად მიიღებს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას განათლების მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს და შეხვედრებში. მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანოზაციებთან თანამშრომლობით. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრეინინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ნარკოდამოკიდებულების საფრთხეებზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ჯარების საქმიანობაზე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე.
