მოახლოვებული არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა, თანაც თანამედროვე სტანდარტებით განაპირობებს არჩევნების მაღალ სანდოობასაც და გამჭვირვალეობასაც. ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წინასწარ გაცნობას. დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა.
