ღირსეული პარტნიორი 2024
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადების გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაუგებარს უწოდებს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის. მინისტრმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამ სფეროში ორი ქვეყანა არაერთ ფორმატში თანამშრომლობს. ღირსეული პარტნიორის სწავლების გადადებას დღესვე შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მომავალში გამოსწორდება.
