ბოტანიკური ბაღი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს
ბოტანიკური ბაღი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ‘’ნაყინობანას’’ ფესტივალი თბილისში მეოთხედ იმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. ფესტივალი ხვალ დასრულდება.
