თბილისში პირველად “მენეჯმენტ ჰაბის” ორგანიზებით სასტენდო სროლის სპორტულ კომპლექსში შეჯიბრი გაიმართა
თბილისში პირველად “მენეჯმენტ ჰაბის” ორგანიზებით სასტენდო სროლის სპორტულ კომპლექსში შეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობას მხოლოდ მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ. ტურნირი კონკრეტული სპორტის სახეობის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მოყვარულმა სპორტსმენებმა.
