ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე შანდუნის პროვინციას ტორნადომ გადაუარა
ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე შანდუნის პროვინციას ტორნადომ გადაუარა. სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა, 90-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.
