მარინ ლე პენის განცხადება
მარინ ლე პენის განცხადებით, შვიდ ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, თუ მისი პარტია წარმატებას მიაღწევს, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არა პრეზიდენტი მაკრონი, არამედ პრემიერ მინისტრი მიიღებს. ულტრა მემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერის თქმით, არჩეული პრემიერ მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ხელს შეუშლის პრეზიდენტ მაკრონის განზრახვას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგი ჯარისკაცები გააგზავნოს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიში ულტრა მემარჯვენეების გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის პრემიერ მინისტრის პოსტს ჯორდან ბარდელა დაიკავებს.
