უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის კრიტიკის გამო ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა.
უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის კრიტიკის გამო ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოგვიანებით უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ შეხვედრა ტექნიკური მიზეზით გადაიდო. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევრო კავშირის საგარეო პოლიტიკა ორბანზე არ არის დამოკიდებული. უნგრეთის პრემიერი მოსკოვში გუშინ ჩავიდა და კრემლის ლიდერს შეხვდა. მანამდე ის კიევს სტუმრობდა.
