ტრენინგი ბაკურიანში
ტრენინგები ბაკურიანში. ერთ მაგიდასთან რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას თანა პარტიელები. ქრონიკის ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები წინა საარჩევნოდ ემზადებიან. ტრენერად, კი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყავთ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ის მისი რეპორტაჟების წარმატებას ადამიანების მოტყუებასა და სუსის წარმომადგენლად გაცნობას უკავშირებს. ჩვენივე ინფორმაციით, რადიკალთა ფრთას ბაკურიანში შეკრებილებს რჩევებს აძლევს ანა ბუჩუკური, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბარში, აღნიშნულს არ ადასტურებს. რაც შეეხება ბექა ყორშიას, მას ქრონიკასთან საუბარი არ სურს.
