საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით პოლონეთში, მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის „გროტესკას თეატრში“, მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“. სპექტაკლი კრაკოვში მიმდინარე ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენის ფარგლებში გაიმართა. გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში 18 აპრილს გაიხსნა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს აცნობს. გამოფენა 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
