ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი
ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართველმა ფეხბურთელებმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. პრემიერის თქმით, გასაკვირი აღარ არის, როდესაც კოლექტიური „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოღმა ამოძრავებს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა წარმატებას ზეიმობს
