ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია. ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედ ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ესპანეთი კი ბრძოლას ნახევარ ფინალში განაგრძობს. მეორე ნახევარ ფინალისტი პორტუგალიისა და საფრანგეთის მატჩში გამოვლინდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ ანგარიშით: 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი 5:3 საფრანგეთმა გაიმარჯვა. დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მეოთხედ ფინალური მატჩი გაიმართება. ინგლისი შვეიცარიას, ხოლო ნიდერლანდები თურქეთს დაუპირისპირდება
