ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით" ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით" ორი სპექტაკლის პრემიერა გამართა. პირველ განყოფილებაში ემიგრანტმა მოზარდებმა მაყურებელს მიუზიკლი „რწყილი და ჭიანჭველა" წარმოუდგინეს. პიესის და მუსიკის ავტორი თურქეთში მცხოვრები ნელი აფციაურია. მეორე განყოფილებაში უკვე უფროსი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი უჩვენეს მაყურებელს. სპექტაკლში ბელგიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი თეატრის დამფუძნებელი, მანანა ხორბალაძეა
