ვიქტორ ორბანი: ევროპას სჭირდება მშვიდობა
ევროპას სჭირდება მშვიდობა და უნგრეთი ამისთვის იბრძოლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ამის შესახებ მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მომავალი 6 თვის განმავლობაში მისთვის მთავარი პრიორიტეტი მშვიდობისთვის ბრძოლა იქნება
