ბათუმი, როგორც ინვესტირებისთვის საუკეთესო ევროპული მიმართულება, იაპონური ფორბსის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორისაა დასახელებული
ბათუმი, როგორც ინვესტირებისთვის საუკეთესო ევროპული მიმართულება, იაპონური ფორბსის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორისაა დასახელებული. იაპონური ფორბსი ბათუმზე საუბრისას ყურადღებას საგადასახადო შეღავათებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მოქნილ ბიზნეს გარემოზე ამახვილებს. სტატიაში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი.
