იტალიაში სტრომბოლის ვულკანის გააქტიურების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
იტალიაში სტრომბოლის ვულკანის გააქტიურების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ვულკანის კრატერიდან გადმოსულმა მასამ, სანაპირო ზოლს მიაღწია და ზღვაში ჩაედინება. ახლომდებარე ტერიტორიაზე კი, დასახლებებლი ვულკანური ფერფლით დაიფარა. პარალელურად, ვულკანური აქტივობა გაძლიერდა სიცილიაში, ვულკან ეტნაზეც. რის გამოც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატანიის აეროპორტი დროებით დახურა.
