ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 100 შეიარაღებული პირია ლიკვიდირებული
ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 100 შეიარაღებული პირია ლიკვიდირებული. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ცაჰალის განმარტებით, ერთკვირიანი ოპერაციის ფარგლებში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ტერორისტების კუთვნილი 100 ადგილის განადგურება შეძლეს. ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, ღაზის ცალკეულ უბნებში ერთკვირიანი ოპერაციის შედეგად ტერორისტების სტრატეგიული ინსტრასტრუქტურის განადგურება და მათი მნიშვნელოვნად დასუსტება მოხერხდა.
