ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გახდება
ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გახდება. ეს პროგნოზი იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ვაშინგტონში მომავალ კვირას დაგეგმილ ნატოს სამიტამდე, გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება კიევისადმი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი.
