ბრიტანეთს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს
ბრიტანეთს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, მონარქისგან მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო და თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. სტარმერს ბუკინგემის სასახლეში ვიზიტამდე , მეფესთან აუდიენცია ჰქონდა რიში სუნაკს, რომელმაც ჩარლზ მესამეს პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად აცნობა. სუნაკის კონსერვატიული პარტია ლეიბორისტებთან 4 ივლისის არჩევნებში რეკორდული სხვაობით დამარცხდა.
