რუსთავში ოქსიგენ ფესტის მთავარი მუსიკალური დღეები იწყება
რუსთავში ოქსიგენ ფესტის მთავარი მუსიკალური დღეები იწყება. საფესტივალო სივრცე რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი. ადგილზე განთავსებულია კვების სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ოქსიგენ ფესტი რუსთავის მერიის და ოქსიგენის ორგანიზებით იმართება.
