,,112”-ის სასწავლო ცენტრში, ეფექტიანი კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგები ჩატარდა
აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს , შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრში, ეფექტიანი კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგები ჩაუტარდათ. ოთხკვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებმა გაიარეს, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. 112-ის სასწავლო ცენტრში, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა.
